საფონდო ბაზარი ეცემა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი დიდი ხნის დაპირებული „საპასუხო“ ტარიფები - 10 პროცენტიანი საბაზისო გადასახადი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იმპორტზე, უფრო მაღალი განაკვეთები ათობით სახელმწიფოსთვის, რომელთაც აქვთ დადებითი სავაჭრო ბალანსი შეერთებულ შტატებთან