როგორ მუშაობს ქულათა სისტემა 

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. სისტემის მიხედვით, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება, არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას. ქულებს მძროლს სისტემა აკლებს მხოლოდ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის.
წყარო: police.ge
RFE/RL White BG (for Web)